სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

CDC-ის კონკურსი ვეტერინარი-ეპიდემიოლოგების გადასამზადებლად

CDC-ის კონკურსი ვეტერინარი-ეპიდემიოლოგების გადასამზადებლად

/ განცხადებები

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასის ქვეყნებისთვის, საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის (EESC FETP-Intermediate ) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ვეტერინარი-ეპიდემიოლოგების გადასამზადებლად  და ვეტერინარი მენტორების მისაღებად.

პროგრამა  2023 წლის იანვრიდან დაიწყება  და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ რეზიდენტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და უკრაინიდან. პროგრამა შედგება  1-2 კვირიანი სემინარებისგან, რომლებიც ჩატარდება საქართველოში. სემინარებს თან ახლავს საველე სამუშაოები.  პროგრამის განმავლობაში რეზიდენტები გააგრძელებენ საკუთარ სამუშაო ადგილებზე სრულ განაკვეთზე მუშაობას. სასწავლო პროგრამა 10 თვიანია. 

მენტორების ჯგუფი შეირჩევა ყოფილი FETP-ის კურსდამთავრებულთა რიგებიდან, რათა მათ გაუწიონ დახმარება მეორე ნაკადის რეზიდენტებს.