საჯარიმო ქვითრები
თუ სამართალდამრღვევისათვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ ხერხდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nfa.gov.ge). ასეთ შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ, საჯარიმო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, განხორციელდება საჯარიმო ქვითრის იძულებითი აღსრულება.