სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ინფორმაცია აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესახებ

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს პესტიციდების რეგისტრაციას შემდეგი პრინციპებით:

1. აღიარების რეჟიმში, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმების საფუძველზე - თუ წარდგენილია დამადასტურებელი  დოკუმენტაცია ევროკავშირის ქვეყნებში (საქართველოს მსგავს კლიმატურ ზონაში - ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია) პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ იმავე კულტურებზე და მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ, რომელსაც ითხოვს განაცხადში რეგისტრანტი;

2. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული  დოკუმენტური ექსპერტიზის საფუძველზე - თუ წარდგენილია დამადასტურებელი დოკუმენტაცია ევროკავშირის ქვეყნებში და OECD-ის სახელმწიფოებში პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ;

3. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული  დოკუმენტური ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო მინდვრის გამოცდების საფუძველზე - თუ წარდგენილია  დოკუმენტაცია  იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ევროკავშირის ქვეყნებსა და OECD-ის სახელწიფოებს.

პესტიციდის რეგისტრაციაზე განცხადებაში რეგისტრანტმა უნდა მიუთითოს რეგისტრაციის სასურველი ვადა და წარადგინოს შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

პესტიციდის სარეგისტრაციო განაცხადის (დოსიეს) განხილვა

2 თვე - 1000 ლარი
1 თვე - 2000 ლარი
2 კვირა - 3000 ლარი

ექსპერტიზისა და პესტიციდის  სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და პესტიციდის რეგისტრაცია

1 თვე - 1000 ლარი

2 კვირა - 2000 ლარი 

პესტიციდის ხელახალი რეგისტრაცია

2 თვე - 1000 ლარი
1 თვე - 2000 ლარი
2 კვირა - 3000 ლარი

რეგისტრირებული პესტიციდის  გამოყენების სფეროს გაფართოება

2 თვე - 1000 ლარი
1 თვე - 2000 ლარი
2 კვირა - 3000 ლარი

 

აგროქიმიკატი რეგისტრირდება შემდეგი პრინციპით:


1. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემოწმების საფუძველზე:

ა. აგროქიმიკატი, რომელიც დაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (EC სასუქი)

ბ. აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის (EU) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებში

გ. აგროქიმიკატის ხელახალი რეგისტრაცია

დ.  ტორფი და ტორფიანი სასუქები.

2.  სარეგისტრაციო ორგანოს მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის  შემოწმების, საექსპერტო დასკვნისა და სარეგისტრაციო  გამოცდების შედეგების ანალიზის  საფუძველზე:

ა. აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია იმ  ქვეყნებში, რომლებიც არ განეკუთვნება ევროკავშირის (EU) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებს 

ბ. ადგილობრივი წარმოების აგროქიმიკატი.

 

აგროქიმიკატის სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა

2 თვე - 700 ლარი
1 თვე - 1500 ლარი
2 კვირა - 2000 ლარი

ექსპერტიზისა და აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და აგროქიმიკატის რეგისტრაცია

1 თვე - 700 ლარი
2 კვირა - 1500 ლარი
1 კვირა - 2000 ლარი

აგროქიმიკატის ხელახალი  რეგისტრაცია

1 თვე - 700 ლარი
2 კვირა - 1500 ლარი
1 კვირა - 2000 ლარი

რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა 

20 სამუშაო დღე - 100 ლარი
10 სამუშაო დღე - 200 ლარი
5 სამუშაო დღე - 300 ლარი

პესტიციდის ან აგროქიმიკატის ხარჯვის ნორმის დაანგარიშება/კორექტირება  

20 სამუშაო დღე - 200 ლარი
10 სამუშაო დღე - 300 ლარი

პესტიციდებისა  და აგროქიმიკატების რეგისტრაციის მომსახურების საფასურის გადახდა  შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში  ხაზინის ერთიან ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი/SWIFT code: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707507094


უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვის რეკვიზიტები:

Intermediary:
FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD)
SWIFT CODE: FRNYUS33
ACC: 021087992 GEORG
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
IBAN: GE65NB0331100001150207

Intermediary:
DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR)
SWIFT CODE: MARKDEFF
ACC: 5040040060
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
IBAN: GE65NB0331100001150207

Intermediary:
Deutsche Bank AG, London (GBP)
SWIFT: DEUT GB 2L
Account Number: 84003836530000GBP000LDN
Beneficiary's bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
IBAN: GE65NB0331100001150207

Intermediary:
UBS AG, ZURICH CH (CHF)
SWIFT CODE:UBSWCHZH80A
ACCOUNT NUMBER:02300000069276050000
Beneficiary's bank: NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT: BNLNGE22
Beneficiary: LEPL National Food Agency
ACCOUNT NUMBER: GE65 NB03 3110 0001 1502 07