სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას - სეს-ს რეკომენდაციები

რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას - სეს-ს რეკომენდაციები

/ განცხადებები

ახალი წლის დღესასწაულებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარების მატებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციებს ავრცელებს.

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხორცი ხშირად იყიდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა. 

ხორცის შეძენისას, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: 

  • ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით;
  • ეტიკეტი თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული.

ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: 

  • ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი; დამზადებისა და გამოყენების თარიღი და დრო;
  • თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
  • თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შესაძლებელია QR კოდის მეშვეობითაც;
  • სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან  იმპორტირებული ხორცი.

არაორგანიზებულ  სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებული ობიექტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.