სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო  პროგრამის ბიუჯეტი

/ აზიური ფაროსანა

   2016 წელს  საქართველოში გავრცელებულ ინვაზიურ მავნებელ - აზიურ ფაროსანასთან, ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წელს მოსავლის გადასარჩენად  სახელმწიფომ  50 მილიონი ლარი  გამოყო.  

  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N224 განკარგულებით დამტკიცდა მავნებლის  წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა.  
პროგრამა   ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს: მავნებლის იდენტიფიკაციის მიზნით მონიტორინგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე; შეწამვლით ღონისძიებები (ჯამურად  1მლნ.ფართობის დამუშავება); აქტიურ საინფორმაციო კამპანია; სამეცნიერო-კვლევით საქმიანობა. 
პროგრამის  ძირითადი  მიზანია ფაროსანას რიცხოვნობის შემცირება  და კონტროლი, რათა მინიმუმადე შემცირდეს სასოფლო - სამეურნეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.

  მავნებელთან ბრძოლის პროგრამის განხორციელების მიზნით  გათვალისწინებულია ტექნიკური საშუალებების, სპეციალიზებული  ტექნიკის, საჭირო  პრეპარატების შეძენა და გაწეული   მომსახურების ანაზღაურება. 
მიმდინარე  წელს გამოყოფილი რესურსის   მეშვეობით,   160-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რაც შარშანდელთან შედარებით გაათმაგებულია. დღეისათვის დასავლეთ საქართველოში დამუშავებული  560.165 ჰექტარი ფართობი როგორც „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით, ასევე ცივი შესხურების გამოყენებით. ღონისძიებები ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად  მავნებლის გავრცელება  შარშანდელთან შედარებით შემცირდა, ხოლო,   მავნებლის გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და კვლავ ძველ საზღვრებში, დასავლეთ საქართველოში, ფიქსირდება. 
მავნებელთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი  ბიუჯეტის ხარჯები:    
18.766.165 ლარი  - 143 მაღალი გამავლობის ტექნიკა და 120 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის შეძენა; 20.725.000 ლარი -  515.370 ლიტრი პესტიციდების შეძენა; 772.000 ლარი -110.740 ცალი ფერომონი; 5.191.116 ლარი - 2472 ტონა საწვავი (პრეპარატის გასაზავებლად და  სამუშაოების ჩასატარებლად); 1.500.500 ლარი - ხელშეკრულებით დასაქმებული პერსონალის მომსახურების ანაზრაურება; 640 000 ლარი - დისპერსიული გენერატორის მომსახურების.