ინფორმაცია ნებართვების შესახებ
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს 2 სახის ნებართვას: 1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე; 2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციაა - ყველა სახის ცხოველი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და ნედლეული, ცხოველთა საკვები (საკვებდანამატები), ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები.
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციაა - ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება.
ნებართვაზე განაცხადის შევსება და ნებართვის მიღება შესაძებელია მხოლოდ ელექტრონულად. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვა გაიცემა 1 თვის ვადით.
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტისათვის ნებართვა გაიცემა მაქსიმუმ 6 თვის ვადით.
ინსტრუქციები იმპორტის ნებართვის საფასურის გადასახდელად ბანკების და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით :
სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემის, მომსახურების გაწევის ვადა და საფასური (დღგ-ის ჩათვლით):
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემა:
20 სამუშაო დღე - 50 ლარი
5 სამუშაო დღე - 100 ლარი
1 სამუშაო დღე - 150 ლარი
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა:
20 სამუშაო დღე - 50 ლარი
5 სამუშაო დღე - 100 ლარი
1 სამუშაო დღე - 150 ლარი.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების სურსათის მწარმოებლების სია
ევროკომისიის მიერ აღიარებული მესამე ქვეყნების დაწესებულებები