რძის პროდუქტების მწარმოებლებთან 424 შემოწმება განხორციელდა
/ გამოვლენილი დარღვევები
2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ და რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან 424 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, მათ შორის:
✔ 373 ინსპექტირება
✔ 51 დოკუმენტური შემოწმება.
✔ გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი, მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან.
X ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 24 ბიზნესოპერატორი.
X რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის განსაზღვრაზე აღებულია 105 ნიმუში; Listeria monocytogenes-ის კვლევაზე - 120 ნიმუში, სალმონელაზე - 255 ნიმუში.
მნიშვნელოვანია, რომ დარღვევა ამ კუთხით არ გამოვლენილა.