სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობა საქართველოში მაღალი სტანდარტით კონტროლდება

ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობა საქართველოში მაღალი სტანდარტით კონტროლდება

/ სააგენტოს სიახლე

ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ნიმუშების სათანადო წესით აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევას სურსათის ეროვნულ სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ პროგრამის მონიტორინგის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს.

 

2025  წელს, სალმონელასა და ლისტერიაზე გამოკვლეულია  20 ნიმუში. შეუსაბამობა არც ერთ ნიმუშში არ გამოვლინდა. კვლევები დაგეგმილია სხვა მაჩვენებლებზეც. ამავდროულად, კონტროლის პროგრამის ფარგლებში,  ბავშვთა კვების პროდუქტების როგორც მწარმოებელ, ისე დამფასოებელ ბიზნესოპერატორებთან  ხორციელდება  HACCP-ის გეგმური აუდიტი,  მოწმდება  ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის ეტიკეტის შესაბამისობა  კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

 

2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია  ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათის 95 ნიმუში. მათ შორის  მიკრობიოლოგიურ (Salmonella, Listeria monocytogenes) მაჩვენებლებზე გამოკვლეულია სურსათის 55 ნიმუში, ქიმიურ მაჩვენებლებზე (პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები: ბენზო(a)პირენი, ბენზო(a)ანთრაცინი, ბენზო(a)ფლუორენი, ქრიზენი. ტყვია, კადმიუმი, ნიტრატები) კი,40 ნიმუში. არც ერთ გამოკვლეულ ნიმუშში  შეუსაბამობა არ გამოვლენილა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობისა და ეტიკეტირების კონტროლი   არაერთი ნორმატიული აქტით და ტექნიკური რეგლამენტით ხორციელდება, რომლებიც  ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად არის შემუშავებული და  დაახლოებულია ქართულ კანონმდებლობასთან.  დეტალური ინფორმაცია საკანონმდებლო ნორმატივებთან დაკავშირებით იხილეთ

 

ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების უვნებლობისა და ეტიკეტირების მოქმედი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი  

 

1სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი;
2.„ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონი (კანონის მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა უსაფრთხო და ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფის, ბუნებრივი კვების პრაქტიკის ხელშეწყობის, დაცვისა და პროპაგანდის, აგრეთვე ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების გავრცელების რეგულირების გზით);
3.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
4.„ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 სექტემბრის #165 დადგენილება;
5.„ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის #173 დადგენილება - დაახლოებულია ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის (EC) No 852/2004 რეგულაციასთან „სურსათის ჰიგიენის შესახებ“ (აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას, მათ შორის ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების მწარმოებელ-დამფასოებელი ბიზნესოპერატორებს, დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა უნდა ითვალისწინებდეს Codex Alimentarius-ის სურსათის საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრულ სურსათის ჰიგიენის ზოგად პრინციპებს);
6.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 01 ივლისის #301 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“;
7.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 09 ნოემბრის #567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი  დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ - დაახლოებულია Commission Regulation (EC) No 1881/2006 of 19 December 2006 setting maximum levels for certain contaminants in foodstuffs;
8.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის #581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ - დაახლოებულია Commission Regulation (EC) No 2073/2005 of 15 November 2005 on microbiological criteria for foodstuffs;
9.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის #585 დადგენილებით დამტკიცებული „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ - დაახლოებულია Regulation (EC) No 1925/2006 of the European Parliament and of the Council of 20 December 2006 on the addition of vitamins and minerals and of certain other substances to foods;
10.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 აგვისტოს №379 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - საკვებდანამატების სპეციფიკაციების შესახებ“ - დაახლოებულია  Commission Regulation (EU) No 231/2012 of 9 March 2012 laying down specifications for food additives listed in Annexes II and III to Regulation (EC) No 1333/2008 of the European Parliament and of the Council Text with EEA relevance;
11.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები 2.3.2.000-00;
12.„ჩვილი და ადრეული ასაკის (მცირეწლოვანი) ბავშვთათვის განკუთვნილი, განსაკუთრებული სამედიცინო დანიშნულების  და წონის კონტროლისათვის  რაციონის სრულად ჩანაცვლებისათვის განკუთვნილი სურსათის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“  საქართველოს მთავრობის  2017 წლის 27 ივლისის №370 დადგენილება - დაახლოებულია Regulation (EU) No 609/2013 of the European Parliament and of the Council of 12 June 2013 on food intended for infants and young children, food for special medical purposes, and total diet replacement for weight control and repealing Council Directive 92/52/EEC, Commission Directives 96/8/EC, 1999/21/EC, 2006/125/EC and 2006/141/EC, Directive 2009/39/EC of the European Parliament and of the Council and Commission Regulations (EC) No 41/2009 and (EC) No 953/2009;
13.„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის   №152 დადგენილება;
14.„სურსათზე კვებით ღირებულებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №510 დადგენილება - დაახლოებულია Regulation (EC) No 1924/2006 of the European Parliament and of the Council of 20 December 2006 on nutrition and health claims made on foods; COMMISSION REGULATION (EU) No 1047/2012 of 8 November 2012 amending Regulation (EC) No  1924/2006 with regard  to the  list  of nutrition claims და COMMISSION IMPLEMENTING DECISION 2013/63 of 24 January 2013 adopting guidelines for the implementation of specific conditions for health claims laid down in Article 10 of Regulation (EC) No 1924/2006 of the European Parliament and of the Council;
15.საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #63 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის ფორტიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტი“;
16.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №262 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ტრანსცხიმის  ნორმა“;
17.საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #72 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები“;
18.„ტექნიკური რეგლამენტის - ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამონთავისუფლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 აგვისტოს №439 დადგენილება - დაახლოებულია Commission Directive 93/11/EEC of 15 March 1993 concerning the release of the N-nitrosamines and N- nitrosatable substances from elastomer or rubber teats and soothers.