სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შესახებ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შესახებ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შესახებ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ.
 სააგენტოს ვეტერინარებმა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, პრევენციული ღონისძიებების, პირუტყვის დამუშავებისა და საჭირო პრეპარატების შესახებ; დარიგდა საინფორმაციო მასალები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდა სარეკომენდაციო პლაკატები.
 დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ; მინდორში მუშაობისას, ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ; დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
 სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ ეპიდემიოლოგიურ კერებში მსხვილფეხა საქონლის ინსექტოაკარიციდებით დამუშავების ღონისძიებებს ახორციელებს.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 38 სოფელში დამუშავდა 20 000  სული მსხვილფეხა საქონელი; ასევე, შიდა ქართლის რეგიონის ოთხ დასახლებულ პუნქტში -  596 სული მსხვილფეხა საქონელი. ღონისძიებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.
 ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს