საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

რჩევა ფერმერებს - როგორ ვებრძოლოთ თხილის ნაცროვან დაავადებას

რჩევა  ფერმერებს - როგორ ვებრძოლოთ თხილის ნაცროვან  დაავადებას

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და დაიცავს თხილს დაზიანებისგან. 

თხილის ნაცროვანი დაავადება  აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და  ნაყოფს. ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით.

ნაცროვანი დაავადების და, შედეგად, მოსავლის დაზიანების  თავიდან ასაცილებლად აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით. 

ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, შეწამვლისას  აუცილებელია  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება!

დროულად გატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და დაიცავს თხილს დაზიანებისაგან. 

დამატებითი ინფორმაცია  იხილეთ:

http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7267.pdf

http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7265.pdf

შეწამვლის სქემა:

ვეგეტაციის პერიოდში ტარდება 3-4 შესხურება 7-12 დღიანი ინტერვალით. ნაცრის და ნაყოფის სიდამპლეების წინააღმდეგ ხეხილოვან კულტურებზე რეკომენდებულია შემდეგი სისტემური მოქმედების ფუნგიციდები:

ტრიფლოქსისტრობინის შემცველები:  ზატო და მისი ანალოგები  ტრიდე, ეფდალ ლოქსბინი, გურადორი, აგრეთვე ზატო სტარი  (ტრიფლოქსისტრობინი+პირიმეტანილი) -  ხარჯვის ნორმით  0,5 ლ/ჰა