ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 150 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. მსხვილფეხა პირუტყვი იცრება აჭარაში, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში. ამ დროისთვის ვაქცინირებულია 150 000-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი. ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა.
ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებულ პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით, შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით გადაცემა.
ადამიანი ნოდულარული დერმატიტით არ ავადდება!
დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ზოგადი პრევენციული ღონისძიებები. რადგან დაავადება ძირითადად მწერების საშუალებით ვრცელდება, მისი პრევენციისათვის საკმაოდ ეფექტიანია მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს, ითანამშრომლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ სპეციალისტებთან, რადგან პრევენციული ღონისძიებების (ცხოველების დამუშავება მწერების საწინააღმდეგოდ და ვაქცინაცია) დროულად ჩატარებით შესაძლებელია პირუტყვის დაცვა.
ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული პირუტყვის რძის და ხორცის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციიდან 7 დღის შემდეგ