შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ვეტერინარი ქუთაისში
დაწყების თარიღი:
18.08.2025
თანამდებობის დასახელება: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ვეტერინარი
დამსაქმებელი: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 22.08.2025
თანამდებობრივი სარგო: ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ვეტერინარული ზედამხედველობის საფასურის 50 %, მაგრამ არანაკლებ 1000 (ერთი ათასი) ლარისა და არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა.
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისში
სამუშაოს აღწერა:
1. ცხოველის დაკვლის პროცესზე (დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ შემოწმებაზე) ზედამხედველობა;
2. ცხოველების დაკვლის წინა და ხორცის, სუბპროდუქტების დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის სწორად ჩატარებაზე ზედამხედველობა;
3.პირობით ვარგისი პროდუქტების გაუვნებლობასა და სასაკლაოს ანარჩენების განადგურებაზე ზედამხედველობა;
4. ვეტერინარული საქმის ორგანიზებისა და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოებაზე ზედამხედველობა;
5. ხორცისა და სუბპროდუქტების თანმხლები ვეტერინარული დოკუმენტების გაცემა.
მოთხოვნები
უმაღლესი განათლება, კვალიფიკაცია - ვეტერინარი ექიმი
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი;
2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის #533 დადგენილება სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე;
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის #173 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე;
4. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის #90 დადგენილება „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“;
5. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილება „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ;
6. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N444 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - „საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმებისა და ხორცისა და ხორცის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების“ დამტკიცების შესახებ;
7. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის დადგენილება N118-ტექნიკური რეგლამენტის-საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ.
________________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. № 36 ა.
საკონტაქტო ტელეფონები: 598984774; 577080790
საკონტაქტო პირი: თინათინ ელგანდაშვილი
________________________________________
დამატებითი ინფორმაცია
1. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 5-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან;
2. კანდიდატმა განცხადებასთან ერთად აუცილებლად უნდა ატვირთოს CV, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და გამოგზავნოს მისამართზე: tinatin.elgandashvili@nfa.gov.ge
კანდიდატი, რომელსაც არ ექნება ატვირთული CV, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ტესტირების ეტაპზე არ დაიშვება.
კონკურსს ჩაატარებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მარშალ გელოვანის გამზ. № 36 ა).
________________________________________
კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
ტესტირება
გასაუბრება
________________________________________
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.