ნოდულარული დერმატიტი
რა არის ნოდულარული დერმატიტი?
ნოდულარული დერმატიტი მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სეზონურობით და სწრაფი გავრცელებით.
რომელი ცხოველები ავადდებიან ნოდულარული დერმატიტით?
ნოდულარული დერმატიტით ავადდება მსხვილფეხა პირუტყვი.
რა საფრთხეს წარმოადგენს ნოდულარული დერმატიტი ადამიანისთვის?
ადამიანი ნოდულარული დერმატიტით არ ავადდება, თუმცა, დაავადება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს მესაქონლეობას.
როგორ ვრცელდება დაავადება?
დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მწერები (ვექტორები), ვირუსის გადაცემა ასევე შესაძლებელია ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების უშუალო კონტაქტით. სქესობრივი გზით, ხბოებში რძის მეშვეობით.
რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) აქვს ნოდულარულ დერმატიტს?
ინკუბაციური პერიოდი 2-4 კვირაა, ცხოველს აღენიშნება ცხელება (410C-მდე), მადის დაქვეითება, ცრემლდენა, გამონადენი ცხვირიდან, წარმოიქმნება კვანძოვანი გამონაყარი კანზე. კვანძები განლაგებულია მთელ სხეულზე, განსაკუთრებით ბარძაყებზე, კიდურებზე, კიდურებს შორის, თვალების გარშემო, სახეზე, ცურზე. მძიმე მიმდინარეობის დროს შეიძლება კვანძები გაჩნდეს პირის, საყლაპავის და ცხვირის ღრუების ლორწოვან გარსებზე, ვულვასა და საშოს ლორწოვანაზე, ასევე ტრაქეასა და ფილტვებზე. შესაძლებელია განვითარდეს გენერალიზებული ლიმფადენიტი, ავადმყოფი ცხოველი წონას სწრაფად იკლებს და ხდება, უქვეითდება პროდუქტიულობა, მაკე ცხოველებში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს აბორტებს, ბუღები კარგავენ რეპროდუქტიულობას.
როგორ მოვიქცეთ ნოდულარულ დერმატიტზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
გამოვაცალკევოთ დაავადებაზე საეჭვო ცხოველი და დაუყოვნებლივ დავუკავშირდეთ ვეტერინარ ექიმს.
როგორ ხდება დიაგნოზის დადგენა?
ლაბორატორიაში გამოკვლევებისთვის იგზავნება სისხლი და კვანძებიდან აღებული მასალა.
როგორ მკურნალობენ ნოდულარულ დერმატიტს?
დაავადების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ცხოველს უნდა შევუქმნათ კარგი მოვლა-შენახვის პირობები, ნოდულების არსებობის შემთხვევაში, მეორადი ინფექციების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია დაინიშნოს სპეციფიკური მკურნალობა.
ნოდულარული დერმატიტის პრევენცია და კონტროლი
• ცხოველების ვაქცინაცია ითვლება კონტროლის ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად
• დაავადებული ცხოველი უნდა განცალკევდეს დაავადებულისაგან
• ცხოველის სადგომებს და ინვენტარს ჩაუტარდეს დეზინფექცია.
რა ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ?
სურსათის ეროვნული სააგენტო ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ, მოსალოდნელი რისკებიდან გამომდინარე, ახორციელებს დაავადებაზე ზედამხედველობას და, საჭიროების შემთხვევაში, მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაციას.
წყარო: https://www.woah.org/en/home/
ეპიდემიოლოგია და ცხოველთა ინფექციური დაავადებები - ჯემალ ბაბაკიშვილი, 2012