ფაროსანას მექანიკურად განადგურების მეთოდები ჩხოროწყუს მოსახლეობას გააცნეს
/ სააგენტოს სიახლე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური განადგურების მეთოდების გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
სურსათის ეროცნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, საკოორდინაციო შტაბის წევრები და მცენარეთა დაცვის სპეციალისტები სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.
შეხვედრებზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს აზიური ფაროსანას მიგრირება საცხოვრებელ სახლებში.
სპეციალისტებმა თვალსაჩინოებისთვის საკარმიდამო ნაკვეთში დაამონტაჟეს ფერომონიანი ბადე, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპრატის შესხურებით განადგურება.
აგრეთვე, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები განთავსდა სოფელ ლესიჭინეში. სულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1300-მდე ფერომონია დამონტაჯებული. პარალელურად გრძელდება სოფლის ტერიტროიების თერმული ნისლით დამუშავება.