საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე სარეალიზაციო ბაზარზე კვლევას ახორციელებენ. მონიტორინგის მიზნით ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში მიმდინარეობს.
ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ წლის განმავლობაში დაგეგმილია 70 -მდე ნიმუშის აღება.
ნიტრატების შემცველობაზე კვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტროინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.