რჩევა ფერმერებს - როგორ ვებრძოლოთ თხილის ნაცროვან დაავადებას
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და დაიცავს თხილს დაზიანებისგან.
თხილის ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს. ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით.
ნაცროვანი დაავადების და, შედეგად, მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით.
ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, შეწამვლისას აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება!
დროულად გატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და დაიცავს თხილს დაზიანებისაგან.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7267.pdf
http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7265.pdf
შეწამვლის სქემა:
ვეგეტაციის პერიოდში ტარდება 3-4 შესხურება 7-12 დღიანი ინტერვალით. ნაცრის და ნაყოფის სიდამპლეების წინააღმდეგ ხეხილოვან კულტურებზე რეკომენდებულია შემდეგი სისტემური მოქმედების ფუნგიციდები:
ტრიფლოქსისტრობინის შემცველები: ზატო და მისი ანალოგები ტრიდე, ეფდალ ლოქსბინი, გურადორი, აგრეთვე ზატო სტარი (ტრიფლოქსისტრობინი+პირიმეტანილი) - ხარჯვის ნორმით 0,5 ლ/ჰა;
ციპროდინილის შემცველები: ხორუსი 75 წხგრ და მისი ანალოგები - ციპრო პლუსი, კორუსი, კარპაზი 50 წხგრ, სტრაჟი, ათლეტი ხარჯვის ნორმით 0.2-0.3 ლ/ჰა;
აზოქსისტრობინის შემცველები: კვადრისი 250 სკ და მისი ანალოგები - კონრადი, დორისი, აზოქსი, აგრეთვე ქვადრის მაქსი (აზოქსისტრობინი+ფოლპეტი) -0.6-0.8 ლ/ჰა;
ტებუკონაზოლის შემცველები: მისტიკი 250, ზწე და მისი ანალოგები - როდოლიტ სუპერი, როდოლიტ ექსტრა, არბალეტი, მუსტანგი, ბეტკური- 0.5 ლ/ჰა;
პენკონაზოლის შემცველები: ტოპაზი 100 ეკ და მისი ანალოგები - პრეფექტო, პინნაკლი, პენფორსი, კობუზი, ტოპკონაზოლი, ეფექტი, პესოსი, ეფდალ პეკოზოლი, პენკილერი, ფულპასი, მენტა ინოქსი, ფობოსი, აგრეთვე ჯეკ პოტი (დიფენოკონაზოლი+პენკონაზოლი) -0.5-1 ლ/ჰა.
კონტაქტური ფუნგიციდებიდან ნაცრის და ნაყოფის სიდამპლეების წინააღმდეგ (4-ჯერადი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 7-10 დღის ინტერვალით) გამოიყენება შემდეგი:
გოგირდის შემცველები: სულფოლაკი (გოგირდი 800 გ/კგ) და მისი ანალოგები - თიოვიტ ჯეტი, კუმულუს დფ, პოვერ სულფური, სულფი, კოსავეტი, ეფდალ სულფური, სულფექს გოლდი, ფაინსულფური, რანსულფური, ჰელიოსუფრი ხარჯვის ნორმით -4 კგ/ჰა;
კაპტანის შემცველები: ეფდალ კაპტანიმი 50 სფ და ანალოგები - მერპანი, ონდარი, მასს კაპტანი - 3-4 კგ/ჰა;
კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდები
ნიმბუსი 24 ეკ (მიკლობუტანილი 245 გ/ლ) -ნაცარი- 0,1 ლ/ჰა, 2-3 ჯერადი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.
აფეტი, სკ (პენთიოპირადი 200 გ/ლ) -ნაცარი, სიდამპლეები-0,75-1,5 ლ/ჰა , 2 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ სისტემური მოქმედების პრეპარატები გამოიყენება მხოლოდ ღონისძიებათა სისტემაში, სხვა განსხვავებული მოქმედების მექანიზმის ფუნგიციდებთან მონაცვლეობით. ფუნგიციდებით შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ტარდება ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ.
ბიოლოგიური ფუნგიციდები:
1. ბაქტოფიტი, სკ ( Bacillus subtilis, შტამი იპმ 215, ტიტრი არანაკლები 2 მლრდ სპორა/მლ) - ნაცარი- 7-10 ლ/ჰა, 3-4 ჯერადი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.
2. ფიტოსპორინი-М, ფ (Bacillus subtilis, შტამი 26Д, ტიტრი არანაკლები 2 მლრდ სპორა და უჯრედი/გ), ხარჯვის ნორმით -0, 3 ლ/ჰა (3 გ/10 ლ წყალზე) -ამერიკული ნაცარი, სეპტორიოზი, შესხურება ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ 10-15-დღიანი ინტერვალით.