სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

შეხვედრა იმერეთის რწმუნებულებთან

შეხვედრა იმერეთის რწმუნებულებთან

/ სააგენტოს სიახლე

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს  ქუთაისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წარმომადგენლებმა და იმერეთის რეგიონის  სოფლების  რწმუნებულებმა მიიღეს მონაწილეობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ და საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, მავნებელთან ბრძოლის შედეგებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს და სოფლების რწმუნებულებისგან მოისმინეს ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. შეხვედრას იმერეთში  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები  პირველ  ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და  ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ.