სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში  დარღვევა არ გამოვლინდა

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა,  წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ბავშვის სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული  მოკვლევის შედეგად დადგენილი  პარტიიდან   აიღო   წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე, PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი,  რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული  ჟანგვადობა.

კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა. 

ლაბორატორიული გამოცდის ოქმი იხილეთhttps://nfa.gov.ge/Ge/StateControl