1-ლი იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და ტარიფები იცვლება
/ სააგენტოს სიახლე
საქართველოს მთავრობის №471 დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან იცვლება სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და საფასური, ცვლილება შეეხება შემდეგ მომსახურებებს:
- ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა;
- ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, ჰიგიენური სერტიფიცირება;
- ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა;
- ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია;
- წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის კატეგორიის მინიჭება; კონსულტაცია და ა.შ.
- ვეტერინარული ზედამხედველობა და ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა.
ახალი ტარიფები და ვადები შესაბამისობაშია მომსახურების გაწევისთვის საჭირო ადამიანურ რესურსსა და ფინანსურ დანახარჯებთან. ცვლილება ხელს შეუწყობს მომსახურებების ეფექტიანობის ზრდას და დაინტერესებულ პირთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ხშირია მომსახურების გაწევის მოთხოვნა არასამუშაო საათებში, 1 იანვრიდან, შაბათ-კვირა ან უქმე დღეს დაემატება მომსახურების გაწევა არასამუშაო საათებში.
მომსახურებების ვადები და საფასური:
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა:
- 20 სამუშაო დღე - 50 ლარი
- 5 სამუშაო დღე - 100 ლარი
- 1 სამუშაო დღე - 150 ლარი
ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემა:
- 20 სამუშაო დღე - 50 ლარი
- 5 სამუშაო დღე - 100 ლარი
- 1 სამუშაო დღე - 150 ლარი
ვეტერინარული პრეპარატის რეგისტრაცია:
ა) ეროვნული რეჟიმით პირველადი რეგისტრაცია:
- 115 სამუშაო დღე - 1200 ლარი
- 60 სამუშაო დღე - 1600 ლარი
ბ) ეროვნული რეჟიმით ხელახალი რეგისტრაცია:
- 35 სამუშაო დღე - 1000 ლარი
- 20 სამუშაო დღე - 1300 ლარი
წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის კატეგორიის მინიჭების პროცედურების განხორციელება:
- 3 თვე - 250 ლარი
- 2 თვე - 500 ლარი
- 1 თვე - 1000 ლარი
ვეტერინარული ზედამხედველობა (ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტის გაცემა):
- მსხვილფეხა საქონლის ტანხორცი - 10 ლარი
- ღორის ტანხორცი - 7 ლარი
- ცხვრის, თხის ტანხორცი (ყველა ასაკის) - 3 ლარი
- კენტჩლიქიანის ტანხორცი - 7 ლარი
- ბოცვრის, თახვის ტანხორცი - 0.15 ლარი
- ფრინველის ტანხორცი - 0.03 ლარი
- ტყავი, ტყავნედლეული (1 პარტია) - 50 ლარი.