სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება

/ აზიური ფაროსანა

4 მაისს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონების შემდეგ სოფლებში:

  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ზემო შუხუთი, ლანჩხუთი, ნიგოითი;
  • ხობის მუნიციპალიტეტი - ძველი ხიბულა, საგვიჩიო, პირველი გურიფული, ზემო ქვალონი, ბია;
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - წალენჯიხა, ფახულანი, ობუჯი;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ახუთი;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი - დიდი ხორში, მენჯი;
  • მარტვილის მუნიციპალიტეტი - ნახუნავო, ვედიდკარი;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - დიდი ნეძი, შამგონა, ცაიში, ყულიშკარი, ორსანტია, ნარაზენი, აბასთუმანი;
  • აბაშის მუნიციპალიტეტი - ქოლობანი, ტყვირი, სუჯუნა, პირველი მაისი, მარანი, კეთილარი;
  • ხონის მუნიციპალიტეტი - ქუტირი, მათხოჯი, კუხი, ივანდიდი, დიდი გუბი, გოჩაჯიხაიში;
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - ცხუნკური, ფარცხანაყანევი, საყულია, პირველი წყალტუბო, მუხიანი, გვიშტიბი;
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ქუთაისი;
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ტოლები, საჯავახო, დაბლაგომი.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი   მუნიციპალიტეტების ჩართულობით,  ახდენს  მოსახლეობის წინასწარ ინფორმირებას მიმდინარე წამლობით სამუშაოებთან დაკავშირებით.  

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმ ადგილებში, სადაც ფუტკრის სკებია განლაგებული, წამლობა ტარდება საღამოს საათებში.