სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებულ ახალ რეგულაციებს აცნობენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებულ ახალ რეგულაციებს აცნობენ

/ სურსათის უვნებლობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ხორცის მწარმოებელ და რეალიზატორ  ბიზნესოპერატორებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ. 

შეხვედრებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სურსათის უვნებლობის მიმართულებით  არსებულ კანონმდებლობასა და ახალ რეგულაციებს  ეცნობიან.  

საინფორმაციო შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებთან დაბა სტეფანწმინდაში გაიმართა.  სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა   ბიზნესოპერატორებს  მიაწოდეს ინფორმაცია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP), ხორცის ეტიკეტირების, შენახვისა და რეალიზაციის წესების  შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სურსათის უვნებლობის სფეროში არსებულ და დაგეგმილ რეგულაციებზე.   წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია თემაზე „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და იმპორტის მოთხოვნები ევროკავშირში“.

2023 წელს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA)  მხარდაჭერით და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით,  14 შეხვედრა გაიმართა საქართველოს 6 რეგიონში, რომლებსაც  200-ზე მეტი ბიზნესოპერატორი დაესწრო. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.