სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება

/ აზიური ფაროსანა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად განაგრძობს. დასავლეთ საქართველოში - იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, თერმული ნისლის პარალელურად, საყანე ფართობების მიმდებარედ, ტყის მასივებისა და ჯაგნარების ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავება დაიწყო. 

პირველი ეტაპზე, დამუშავებულია 9443,50 ჰა ფართობი. შემდეგ ეტაპზე, ფაროსანას გავრცელების არეალის მიხედვით, სიმინდის მასივები სრულად დამუშავდება. 

აღსანიშნავია, რომ მავნებლის მონიტორინგის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, სპეციალურად განთავსებულ სადგურებზე თერმული ნისლით წამლობა ხორციელდება. აღნიშნული ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 42 780  ჰა ფართობი. 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში, აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობები ღამის საათებში მიმდინარეობს და მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად იგეგმება.


სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაერთონ მავნებელთან ბრძოლის პროცესში, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, ხოლო სახლის პირობებში მავნებელი მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგურონ.