სეს-ში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ახლადდანიშნულ კოორდინატორს, თუბა ოზუთოქს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოსა და თურქეთს სოფლის მეურნეობის დარგში მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 2019 წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და TIKA-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ტრენინგებს ქართველი და თურქი ვეტერინარებისა და მცენარეთა დამცველებისთვის აგრარული მიმართულებით.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობას დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა და დღეისათვის 59 ქვეყანაში საქმიანობს.