საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ვასილ ბასილაძემ საფრანგეთში, ქალაქ მარსელში დაავადება თურქულის ევროპული კომისიის (EuFMD) გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

ვასილ ბასილაძემ საფრანგეთში, ქალაქ მარსელში დაავადება თურქულის ევროპული კომისიის (EuFMD) გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

/ ვეტერინარია

სესიაზე განიხილეს დაავადება თურქულის (FMD) და სხვა ტრანსასაზღვრო (FAST) დაავადებების საკითხები.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, მონაწილეებს ინფორმაცია წარუდგინა ვასილ ბასილაძემ. მან სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა საქართველოს მიღწევების შესახებ დაავადების კონტროლის მიმართულებით, რაც გაწერილია დაავადება თურქულის პროგრესული კონტროლის საგზაო რუკის სტრატეგიაში (PCP) სადაც საქართველომ რეგიონში პირველმა მიიღო PCP-ის მესამე საფეხური, რაც ქვეყანას აახლოებს დაავადების მიმართ თავისუფალი სტატუსის მიღებაში.

დაავადება თურქულის საწინააღმდეგოდ მიმდინარე წელს ვაქცინირებული/რევაქცინირებულია 726 631 სული მსხვილფეხა და 1 285 680 სული წვრილფეხა პირუტყვი. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დაავადების შემოჭრის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.