სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ციტრუსის მოსავლის დასაცავად, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

ციტრუსის მოსავლის დასაცავად, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

/ აზიური ფაროსანა

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს. მავნებლისგან ციტრუსის მოსავლის დასაცავად, აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოს 31 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.

ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარის საოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის  სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ალამბარი, მუხაესტატე, გვარა, ხალა, ციხისძირი, ქობულეთი, ხუცუბანი - უკვე დამუშავებულია 2000 ჰექტრამდე ფართობი. წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, მეფუტკრე ფერმერების ჩართულობით, ღამის საათებში მიმდინარეობს.

მიგრაციის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის გააქტიურება. შემოდგომის დადგომასთან ერთად, მავნებელი გამოსაზამთრებლად ემზადება და საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს, ასეთ დროს ყველაზე ეფექტიანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტო და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრი  კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას საკუთარი მოსავალი, ჩაერთოს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგუროს  მავნებელი.