სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ცხოველთა მოვლა-შენახვისა და დაავადებების პრევენციის მიზნით, ვეტერინარები რაჭაში შეხვედრებს მართავენ

ცხოველთა მოვლა-შენახვისა და დაავადებების პრევენციის მიზნით, ვეტერინარები რაჭაში შეხვედრებს მართავენ

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, რაჭაში, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. ყურადღება გამახვილდა იმ დაავადებებზე, რომელთა გავრცელების რისკებიც არსებობს რეგიონში. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სააგენტოს ვეტერინარებმა მოსახლეობას, „კარდაკარ“ პრინციპით,  საინფორმაციო მასალები დაურიგეს.

ცხოველთა გადამდები ინფექციური დაავადებების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობასთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს. განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცხოველების მოვლა და შენახვა, დაავადებების პრევენცია, ფერმებში ვეტერინარულ-სანიტარიული და ბიოუსაფრთხოების წესების დაცვა.

მიღებული ინფორმაცია ეხმარება ფერმერს, შეამციროს დაავადებების გავრცელების რისკები და თავიდან აიცილოს ცხოველების დაავადებებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.