ზურაბ ჩეკურაშვილი: „უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის პროცესში უმნიშვნელოვანესია ლატვიის გამოცდილების გაზიარება“
/ სააგენტოს სიახლე
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მოადგილე ვასილ ბასილაძესთან ერთად ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ქართული დელეგაცია ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს კასპარს გერჰარდს და სურსათისა და ვეტერინარიის სამსახურის უფროსს მარის ბალოდისის შეხვდა.
შეხვედრაზე სამსახურებს შორის თანამშრომლობის საკითხები და ის პროგრამები განიხილეს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში, ლატვიელი ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.
„ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ლატვიელ კოლეგებთან. სურსათის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით, ლატვიელი სპეციალისტების მონაწილეობით, არაერთი პროექტი ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების დანერგვის პროცესში უმნიშვნელოვანესია ლატვიის გამოცდილების გაზიარება“- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ლატვიის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა- „ტვინინგი“ (TWINNING) “სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარიის და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში”.