სეს-ს მცენარეთა დამცველებმა ლატვიელი კოლეგების პრაქტიკა და გამოცდილება გაიზიარეს
/ მცენარეთა დაცვა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის, მცენარეთა საკარანტინო მავნებლების სამმართველოს სპეციალისტები, "SPS და სურსათის უსაფრთხოების სისტემის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა საქართველოში" პროექტის ფარგლებში, ლატვიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები ლატვიის მცენარეთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის (VAAD) საქმიანობას, სტრუქტურას, ამოცანებს, ინსპექტირებისა და მონიტორინგის დაგეგმვის, მცენარეთა მავნებლების მონიტორინგის, მცენარეთა პასპორტის სისტემების, მცენარეთა დაცვის საშუალებების რეგისტრაციისა და ექსპორტ/იმპორტის, აგრეთვე ნიმუშების აღებისა და ეროვნულ ფიტოსანიტარიულ ლაბორატორიაში გამოკვლევის პროცედურებს გაეცნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები, ლატვიელ კოლეგებთან ერთად, ჩაერთნენ საველე სამუშაოებში, სადაც VAAD-ის რეგიონული ერთეულების მუშაობას გაეცნენ, მონაწილეობა მიიღეს მცენარეთა სინჯების აღებაში, მოინახულეს კულტივირების ფერმები და მცენარეთა დაცვის საშუალებების სარეალიზაციო პუნქტები.
დაძმობილების პროექტის "SPS და სურსათის უსაფრთხოების სისტემის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა საქართველოში" მიზანია საჯარო მმართველობის ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ქმედითი საბაზრო ეკონომიკის მიღწევასა და ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიონობის გაზრდას.