სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებსა და საკონდიტროებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებსა და საკონდიტროებს ამოწმებს

/ სურსათის უვნებლობა

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა;

სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 63 ობიექტი, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 20 ბიზნესოპერატორს. მათ განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა.

შემოწმებისას ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონა.