სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება

/ აზიური ფაროსანა

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა კახეთის რეგიონში, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონულ სამსახურებს მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვა გააცნო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ  მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე, ვრცლად ისაუბრა მავნებლის ბიოლოგიის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განთავსდება მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მავნებლის გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ანალოგიურ  საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.