აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წელსაც მეთხილე ფერმერების აქტიური ჩართულობით წარიმართება
/ აზიური ფაროსანა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მავნებლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებები თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრ ფერმერებთან ერთად განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლა სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს.
ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მეთხილე ფერმერების ჩართულობა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან კოორდინირებული მუშაობა წელსაც პრიორიტეტულია. აქტიურად გრძელდება საინფორმაციო კამპანია, რაც ფერმერების ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს.
ასოციაციაში სახელმწიფოსთან თანამშრომლობას წარმატებულად აფასებენ, რაც 2020 წლის თხილის მოსავლის მაჩვენებლებზეც აისახა. ფერმერები მიმდინარე წელსაც კარგ მოსავალს პროგნოზირებენ.