საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს

/ აზიური ფაროსანა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი  სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის,  რაჭა-ლეჩხუმის და აჭარის  სოფლებში მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, დამჭერ ფერომონებს  განათავსებს. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე  3 ათასამდე ფერომონის დამონტაჟებაა დეგეგმილი. 

საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, მიმდინარე თვის ბოლოს,  სოფლებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟება დაიწყება, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად , მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, დაიგეგმება წამლობა. 
ღონისძიებები წელსაც ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება. 

ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტიური და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გეოგრაფია არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული, თუმცა პრევენციის მიზნით მონიტორინგის სისტემები  აღმოსავლეთ საქარტველოშიც განთავსდება.