სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

TWINNING პროექტის ფარგლებში TRACES-ის საკითხებზე სწავლება გაიმართა

TWINNING პროექტის ფარგლებში TRACES-ის საკითხებზე სწავლება გაიმართა

/ სააგენტოს სიახლე

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის - „ტვინინგი“ (TWINNING) “სანიტარული, ფიტოსანიტარული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის სპეციალისტების მონაწილეობით,  ევროკავშირის სანიტარული და ფიტოსანიტარული სერტიფიცირების და კონტროლის ელექტრონული სისტემა TRACES  საკითხებზე 16-17 თებერვალს, სწავლება გაიმართა.  

შეხვედრის მონაწილეებმა  ონლაინ  ფორმატში  TRACES (TRAde Control and Expert System - ვაჭრობის კონტროლისა და ექპერტიზის სისტემა) ფუნქციონირების, ელექტრონული სერტიფიცირების, სასაზღვრო და ტვირთების  კონტროლის საკითხები განიხილეს. ლატვიელმა და ესტონელმა  ექსპერტებმა, საქართველოს სამსახურების წარმომადგენლებს, TRACES სისტემაში ეროვნული სისტემის ინტეგრირების შესახებ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.