სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 52 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა
/ ვეტერინარია
სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კლინიკებს, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
მიმდინარე წელს აჭარის,შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა. გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, ცხოველის საკვების განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რეგისტრაციის არქონა. დარღვევების გამო დაჯარიმდა 52 ობიექტი (შემოწმებული ბიზნესოპერატორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/548
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე განმარტავს, რომ ფერმერების და შინაური ცხოველების მეპატრონეების ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ვეტერინარული აფთიაქის შემოწმებაა დაგეგმილი.
სახელმწიფო კონტროლი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.