სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ

აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ

/ აზიური ფაროსანა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc  (აშშ)  ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

აშშ-ის წამყვან სპეციალისტებთან შეხვედრა გაიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოში, სადაც სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და აშშ-ის სპეციალისტების თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვას და განხორციელებას.

აშშ-ის წამყვანი სპეციალისტების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონებში გასვლა და ვითარების ადგილზე გაცნობა. საქართველოს სამეცნიერო წრეების ჩართულობით ჩატარდება ასევე სამეცნიერო  სამუშაო შეხვედრა - “აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) -  გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები”.