სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ზურაბ ლიპარტია: „სტრატეგიული და სისტემური მიდგომის შედეგად მავნებლის რაოდენობა შემცირდა“

ზურაბ ლიპარტია: „სტრატეგიული და სისტემური  მიდგომის შედეგად  მავნებლის რაოდენობა შემცირდა“

/ აზიური ფაროსანა

2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და შედეგები  შეაჯამეს აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან  ბრძოლის  საკოორდინაციო შტაბში. 
         მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად ჩატარდა. დასავლეთ საქართველოში-სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით, 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა.  ტყის პერიმეტრებზე დამონტაჟდა „მოიზიდე და განადგურე“  სადგურები, რის შედეგადაც შემცირდა მავნებლის გავრცელება ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ შტაბში შეიქმნა მავნებელთან ბრძოლის  სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს.  
        სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ფიტოსანიტარი, ზურაბ ლიპარტია აღნიშნავს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა 2018 წელს,  წინა წელთან შედარებით, უფრო  მასშტაბური იყო. „სახელმწიფოს მიერ, უპრეცედენტო მასშტაბის  ღონისძიებები ჩატარდა სოფლების ტერიტორიებსა და სიმინდის ნათესების მასივებში. სტრატეგიულმა და სისტემურმა მიდგომამ რეგიონებში სიმინდის უხვი და მაღალი  ხარისხის მოსავალი განაპირობა, აგრეთვე, მავნებლის რაოდენობის შემცირება და მისი გეოგრაფიული არეალის ძველ საზღვრებში შენარჩუნება. კვლევების შედეგად დადგინდა რომ თხილის მოსავალის დაზიანება დიდწილად განაპირობა სოკოვანმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა, რაზეც ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება“ - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ. 
        მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, ფაროსანას მქანიკური განადგურება როგორც საკარმიდამო ნაკვეთებში, როცა მავნებელი გამოზამთრების მიზნით  საცხოვრებელ სახლებშია შესული. (https://www.facebook.com/National.Food.Agency/videos/359255668152338/)
       აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ღონისძიებები, სახელმწიფოს სტრატეგიის შესაბამისად, მომავალ წელსაც  გაგრძელდება.