სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიური ფაროსანას მონიტორინგთან დაკავშირებით წამყვანი იტალიელი სპეციალისტები სწავლებას ატარებენ

აზიური ფაროსანას მონიტორინგთან  დაკავშირებით  წამყვანი იტალიელი სპეციალისტები სწავლებას ატარებენ

/ აზიური ფაროსანა

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხაში,  მეთხილეთა ასოციაციის ოფისში აგრონომებისთვის, სპეციალისტებისა  და ფერმერებისთვის  გაიმართა სწავლება აზიური ფაროსანას მონიტორინგის და მავნებლის ბიოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით.  სწავლება  წამყვანმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩიანო ტაველამ და მატეო მასპელომ ჩაატარეს. 

შეხვედრაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, კომპანია „აგრიჯორჯიას“ წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს  სხვა ქვეყნების გამოცდილების განხილვა, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები, რაც მავნებელთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების დანერგვასა და გამოყენებას უზრუნველყოფს.


აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია   პრაქტიკული სამუშაოებიც. აგროკონსულტანტები მონიტორინგის სისტემებს   200 წერტილში განათავსებენ.