სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

კახეთში საზამთროს მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

კახეთში საზამთროს მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

/ ვეტერინარია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის  რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები საზამთროს მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ. 
შეხვედრა წნორის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც განთავსებულია საზამთროს ნათესები და მიმდინარეობს მოსავლის აღება. სურსათის ეროვნული სააგენტოს და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ  ფერმერებს მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია და რეკომენდაციები აგროქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს ხილსა და ბოსტნეულს ნიტრატების შემცველობაზე. სააგენტოს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ლაბორატორიული კვლევისთვის  ადგილზე აიღეს საზამთროს ნიმუშები. 
 ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ბაზარზე, სავაჭრო ობიექტებსა და აგრარულ ბაზრებში უკვე აღებულია  30-მდე ნიმუში, რომლებიც გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ წლის განმავლობაში 70-მდე ნიმუშის აღებაა  დაგეგმილი.