სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

გურიის რეგიონში 18 ერთეული სპეცტექნიკა იმუშავებს

გურიის რეგიონში 18 ერთეული სპეცტექნიკა იმუშავებს

/ აზიური ფაროსანა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, გურიის რეგიონში 18  ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა  იმუშავებს. მაღალი გამავლობის ტექნიკა რეგიონში უკვე მობილიზებულია და მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილდება (7 - ოზურგეთში, 5-ლანჩხუთში, 4 - ჩოხატაურში და 2 სატრაქტორე აგრეგატი  საყანე ფართობების დასამუშავებლად).

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და გურიის მხარის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს გააცნეს. აღინიშნა, რომ  მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და ღონისძიებების კომპლექსურად გატარება. 

მუნიციპალიტეტების მასშტაბით,  შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით  დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული  ტერიტორიები; სოფლების ტერიტორიები; სიმინდის ფართობები, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება; ტყისპირა ზოლები „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით, რათა დასახლებულ ტერიტორიებზე  აღიკვეთოს ტყიდან მავნებლის გავრცელება.