სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

სამეგრელოში თხილის საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

/ სააგენტოს სიახლე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე ახალი  საწარმო გაიხსნა, რომელიც არსებული  სიმძლავრით 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი. საწარმოში 1000 ტონა თხილი  გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის  დასაწყობებაა შესაძლებელი.  
ახალი საწარმო  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების  სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით დაფუძნდა. საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,  აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ესწრებოდნენ. 
იური ნოზაძემ ხაზი გაუსვა თხილის სექტორის პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ ასეთი საწარმოების გახსნა დარგის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ  ეს არის  საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და  სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი.