სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

მეცხვარეობის დარგის განვითარების მიზნით გატარებული ღონისძიებები

მეცხვარეობის დარგის განვითარების მიზნით გატარებული ღონისძიებები

/ ვეტერინარია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წვრილფეხა პირუტყვის, მათ შორის ცხვრის  ვაქცინაციას ყოველწლიურად ატარებს.

პრევენციული და სავალდებულო ვაქცინაცია ხორციელდება ისეთი ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ, როგორებიცაა თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს   ინფექციური დაავადებების გავრცელების  თავიდან აცილებას. 

სახელმწიფოს მიერ ასევე ხორციელდება  დიაგნოსტიკური  კვლევები ცხოველთა  საშიში ინფექციური დაავადებების დროულად გამოვლენის და  შემდგომი  რეაგირების მიზნით. 

დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია  წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბება, რაც საერთაშორისო მხარდაჭერით ხორციელდება. ცხოველების აღრიცხვიანობა მიკვლევადობას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას და ვეტერინარულ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს.

ცხვრის  დაავადებების პრევენციის და შემცირების ერთ-ერთი წინაპირობაა პირუტყვის ჯანმრთელობაზე  ზედამხედველობა სეზონურ საძოვრებზე  გადაადგილებისას.  ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში   აშენდა და მოეწყო ვეტერინარული ზედამხედველობის (ბიოუსაფრთხოების) უახლესი სტანდარტების 5 პუნქტი. ბიოუსაფრთხოების პუნქტებში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ახორციელებენ  პირუტყვის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას და პარაზიტებზე დამუშავებას. აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს ინფექციებისა და ინვაზიების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილებას.