სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღნიშნა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღნიშნა

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) ჩართულობით, საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა.  საერთაშორისო პროფესიული დღესასწაულის წლევანდელი გზავნილია - „ვეტერინარის როლი საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად და სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, რაც საზოგადოებისცნობიერებისამაღლებას და ვეტერინარის როლის ზრდას ითვალისწინებს.

ღონისძიებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა, ესწრებოდნენ ვეტერინართა ასოციაციები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ლაბორატორიის, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის   წარმომადგენლები, ასევე მომავალი ვეტერინარები. გაიმართა კონფერენცია და წიგნების პრეზენტაცია.

ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის(WVA) და ცხოველთაჯანდაცვისმსოფლიოორგანიზაციის(OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს. 2018 წლის გზავნილის –  „ვეტერინარის როლი საარსებო პირობების გასაუმჯობესაბლად და სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ძირითადი რეკომენდაციაა განსაკუთრებული ზრუნვა ცხოველთა ჯანმრთელობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლესთან. 

ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ვეტერინართა მსოფლიო ასოციაცია(WVA) და ცხოველთაჯანდაცვისმსოფლიოორგანიზაცია(OIE)აწესებენ ჯილდოს, რომელიც გადაეცემა მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ვეტერინარს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დარგის განვითარებაში.გამარჯვებული 15 ივნისს გამოვლინდება.