სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო USAID-დის მხარდაჭერით ახალ პროეწტს განახორციელებს

ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო USAID-დის მხარდაჭერით ახალ პროეწტს განახორციელებს

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა და USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციის მხარდაჭერის მიზნით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას  პროექტის - „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ - განხორციელების შესახებ. ამ ინიციატივის ფარგლებში, USAID-სთან თანამშრომლობა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელს შეუწყობს წარმატებით დაგეგმოს და განახორციელოს მცენარეთა დაცვის სტრატეგია, რაც ფერმერებს  საერთაშორისო სერტიფიკატების მიღებასა და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაში დაეხმარება.

USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის სექტორში: „ეს პარტნიორობა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს USAID საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირებაში. საქართველოს სოფლის მეურნეობა უფრო მეტ მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს და ზრდის სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლებს. ეს კი, აძლიერებს ეკონომიკას და ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე“.

„საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქვთ  თანამაშრომლობის  წარმატებული მაგალითი  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის განხორციელებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს. ამავდროულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი, რომლის მიზანიც მავნებლებთან ბრძოლის ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს რისკების ეფექტიანად მართვას, წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნებლებისგან და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

პროექტი „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ გააძლიერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიულ შესაძლებლობებს მცენარეთა მავნებლებისგან გამოწვეული რისკების ანალიზისა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: ამერიკის მთავრობის განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს გახდეს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი დამოუკიდებლად  დააფინანსოს, დაგეგმოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პროგრამები. 1992 წლიდან USAID საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის გარდაქმნას დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ინტეგრირებული იქნება დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკურ ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი პროგრამა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული მმართველობის განვითარებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სოციალურ ინკლუზიას.მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.usaid.gov/georgia