სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ცხოველთა ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

ცხოველთა ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო  კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე. თურქულის, ჯილეხის, ცოფის, ნოდულარული დერმატიტის, ბრუცელოზის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებებისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნებას.

სააგენტოს ვეტერინარების მიერ  6 თვეში ვაქცინირებულია:

თურქულის საწინააღმდეგოდ - 791 600 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი

ჯილეხის საწინააღმდეგოდ -   402 003 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი

ცოფის საწინააღმდეგოდ -  107 275 სული ცხოველი

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ  - 130 411  მსხვილფეხა პირუტყვი

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ - 194 767  მსხვილფეხა და 251 810  წვრილფეხა პირუტყვი

წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგოდ  - 195 978 პირუტყვი

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 3250 მსხვილფეხა პირუტყვი.

ვაქცინაციის პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ბრუცელოზის სერომონიტორინგს (სისხლის ნიმუშების კვლევა)  და ტუბერკულოზის  კვლევებს.