სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს

/ სააგენტოს სიახლე

მავნებლის რაოდენობისა და არეალის დადგენის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - იმერეთში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტების სოფლებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებს ათვალიერებენ და არსებულ მდგომარეობას ეცნობიან.

იმ ტერიტორიებზე, სადაც დამჭერი ხაფანგებია განთავსებული და მავნებლის მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს, რაც ეტაპობრივად გაგრძელდება. 
დღეის მონაცემებით, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟებულია: 
სამეგრელოს რეგიონში - ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებსა და ფოთში - 8 000. მუნიციპალიტეტებსა და ლოკალურ ტერიტორიებზე გრძელდება წამლობა ცივი შესხურების მეთოდით

გურიის რეგიონში - 5 000. ცივი შესხურების მეთოდით წამლობა მიმდინარეობს ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში; 
აჭარაში - 5 000. ცივი შესხურების მეთოდით წამლობა მიმდინარეობს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში;

იმერეთის რეგიონში - 15 550. ცივი შესხურების მეთოდით წამლობა მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით მიმდინარეობს ქუთაისში, ვანის, ხონის, სამტრედიის, წყალტუბოს ბაღდათის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დამჭერი ხაფანგებია განთავსებული.

ღონისძიებების პარალელურად, მონიტორინგის ჯგუფის წევრები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ, საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ და მავნებლის განადგურების „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდს აცნობენ. ადგილობრივები ჯგუფის წევრებისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.