სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ბიზნესს სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა

ბიზნესს სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა

/ სააგენტოს სიახლე

ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“  2018 წლის სექტემბერიდან  უნდა ამოქმედებულიყო. ბიზნესსექტორის ინფორმირების მიზნით, გაიმართა შეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმოამდგენლებმა დამატებითი ვადა მოითხოვეს და კანონმდებლობის ამოქმედების თარიღის გადაწევის შესახებ მთავრობას მიმართეს.  საქართველოს მთავრობამ  გაითვალისწინა   ბიზნესსექტორის ინიციატივა და ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა  6 თვით, 2019 წლის მარტამდე, გადაწია. 

 ამ პერიოდში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები  ინტენსიურად მართავენ   კონსულტაციებსა და შეხვედრებს ბიზნესოპერატორებთან როგორც თბილისში, ასევე   რეგიონებში. აგრეთვე კანონმდებლობა და დამატებითი განმარტებები  განთავსებულია  სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე: http://nfa.gov.ge/uploads/other/7/7605.pdf.

 შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო არ იზიარებს ბიზნესსექტორის ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ ბიზნესს სურსათის  ეტიკეტირების წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი პერიოდი არ მიეცა.

 ასევე, აღსანიშნავია, რომ ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად და მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მომხმარებლის ინფორმირებულობისა და მისი ინტერესების დაცვის მიმართულებით, რაც ქართული სარეალიზაციო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.