სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის  დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH)  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. „საქართველო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობით შეხვედრას მასპინძლობს.  მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის პირობებში, იზრდება სხვადასხვა ზოონოზური (ადამიანის და ცხოველის საერთო დაავადება) და არაზოონოზური  დაავადების გავრცელების რისკები. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ერთიანი ჯანდაცვის ფორმატში განვიხილავთ დაავადებების ზედამხედველობის და პრევენციის საკითხებს, ცხოველთა ჯანმრთელობის  დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH)  კონფერენციაზე “, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, WOAH-ს ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტმა ვასილ ბასილაძემ. კონფერენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრებში, სხვდასხვა ქვეყნის 65 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, ონლაინ ფორმატში.  წარმოდგენილი იყო ინფორმაცია  სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული ცხოველთა ვექტორული დაავადებების შესახებ. ორგანიზაციის წევრებმა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იმსჯელეს გლობალური და რეგიონული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც  პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, ზედამხედველობას, ცნობიერების ამაღლებას და დაავადების შემთხვევის დროს სწრაფ რეაგირებას გულისხმობს. „საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროკავშირის ორგანიზებით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება; მრგვალი მაგიდის ფორმატში განვიხილავთ მწერებისგან გამოწვეულ ვექტორულ დაავადებებს, რაც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ  ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს  დიდი პროგრესი ვეტერინარიის მიმართულებით, იქნება ეს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა თუ ვეტერინარული დაავადებების კონტროლი“, -აღნიშნა  WOAH-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბუდიმირ  პლავჩიჩმა. ორგანიზაციის წევრებმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია. ღონისძიებებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის,  სოფლის მეურნეობის სახელმწიფო  ლაბორატორიის, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), აშშ  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციის (WHO) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნული სააგენტო ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი გახდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტის ყველა ეტაპი  „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“ მიმართულებით და, ევროკავშირის  ENPARD-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტის,  ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2015 აიღო. საერთაშორისო სტანდარტი ადასტურებს   ხარისხის მართვის სისტემების მაღალ საფეხურს, სააგენტოს ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრას, მათთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების სწორად მართვას, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას, მომსახურების ისეთი სიტემების შექმნას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

იხილეთ სრულად

სეს მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ტემპერატურის კლებასთან ერთად, მწერი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ მიგრირებს. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება. მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=2GvSS1Ug9K0&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=19 https://www.youtube.com/watch?v=7yZZUX_U8ZM https://www.youtube.com/watch?v=J51jbVkXOCU https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=15 https://www.youtube.com/watch?v=9ivebC0miwI&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=17აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დაამუშავა 227 148 ჰა ფართობი, ცივი შესხურებით - 91 579,25 ჰა სოფლის ტერიტორია, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და ტყის პერიმეტრი; მონიტორინგის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდა 107 725 სპეციალური სადგური. 

იხილეთ სრულად

ნამცხვარ „დონატში“ ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.  სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის ბუფეტში -  ბიზნესოპერატორთან ი.მ. „მაია ღონღაძე“, მისამართი: საჩხერე, სოფ. სავანე. შემოწმებისას  სააგენტოს ინსპექტორებმა  ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023  წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი. ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით, აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა - 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი - 2000 კწე/გ-ში).ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით. შედეგების შესახებ სააგენტო დამატებით აცნობებს საზოგადოებას.

იხილეთ სრულად