სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

შპს „ეკე 2009-ში“ აღებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა

შპს „ეკე 2009-ში“ აღებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა

/ განცხადებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფებმა შპს „ეკე 2009-ში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. 

სააგენტოს ზედამხედველობით ჩატარდა ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშების კვლევა პათოგენური მიკროორგანიზმის - Listeria monocytogenes  შემცველობაზე. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა. 

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „ეკე 2009"  შპს „ათინათის“ (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან აღებულ კარაქის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმის Listeria monocytogenes გამოვლენის შემდეგ (https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/465), მიკვლევადობის პრინციპის გათვალისწინებით, არაგეგმურად  შეამოწმეს.