სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

2023 წლის 1 იანვრიდან, ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ახალი დადგენილებები ამოქმედდა

2023 წლის 1 იანვრიდან, ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ახალი დადგენილებები ამოქმედდა

/ ვეტერინარია

საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ცხოველის საკვების მწარმოებლებთან, იმპორტიორებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა დადგენილებები, რომელიც განსაზღვრავს ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების (დადგენილება N58), სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების (საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ), აგრეთვე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის (დადგენილება N548) წესს. 

საინფორმაციო შეხვედრაზე სააგენტოს ვეტერინარებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს განუმარტეს ის ვალდებულებები, რაც მათ აღნიშნული დადგენილებების შესაბამისად ეკისრებათ; გარდა ამისა, მოისმინეს ბიზნესის პოზიცია იმპლემენტაციის პროცესში მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.  

საკანონმდებლო ცვლილებები ევრორეგულაციის შესაბამისად მომზადდა.