სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

HACCP-ის სისტემის გაცნობის მიზნით, ბიზნესოპერატორებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

HACCP-ის სისტემის გაცნობის მიზნით, ბიზნესოპერატორებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

/ სურსათის უვნებლობა

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომელთათვისაც 2023 წლის 1 ივნისიდან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვა სავალდებულო ხდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა HACCP-ის სტანდარტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ  კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვა საშუალებას იძლევა, წინასწარ განისაზღვროს და გაკონტროლდეს სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული პოტენციური საფრთხეები და, შესაბამისად, მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიეწოდოს. 

HACCP-ის სისტემის დანერგვა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, ეტაპობრივად მიმდინარეობს და 2023 წლის 1 ივნისიდან სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო ხდება. 

საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP).